LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 წელი ერთად – ელტონი და მისი ქმარი ერთნაირ ხალათებში პოზირებენ

497
page

როგორც ცნობილია, ელტონ ჯონი და მისი მეუღლე, დევიდ ფერნიში სენ-ტროპეში, საკუთარ იახტაზე ისვენებენ. ლეგენდარულ მუსიკოსს უამრავი მეგობარი სტუმრობს, ამჯერად წყვილის კამპანიაში რიტა ორა და ენდრიუ ვეტი გადაიღეს.

ფოტო: 74 წლის ელტონ ჯონი ქმართან ერთად რომანტიკულ კრუიზში იმყოფება

სულ ცოტა ხნის წინ ახალი ფოტოები გავრცელდა. 74 წლის ელტონი და მისი მეუღლე შესანიშნავ დროს ატარებენ. რამდენიმე საათის წინ, ლეგენდარულმა არტისტმა „ინსტაგრამზე“ ოჯახური ფოტო გაავრცელა, სადაც მისი მეუღლე და მათი ორი ვაჟი „ვერსაჩეს“ ხალათებით პოზირებენ, რომლებსაც სახელები აწერია.

„დიდი მადლობა დონატელა ვერსაჩეს“, – ასე დაასათაურა ოჯახური ფოტო მუსიკოსმა.

ცნობისთვის, ელტონ ჯონი და დევიდ ფერნიშს 16 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. 2014 წლიდან კი ისინი სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Elton John (@eltonjohn)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები