LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1966 წელს გამოშვებული ყვითელი Porsche 911 coupe გამოიტანეს

76

კალიფორნიის აუქციონზე გასაყიდად 1966 წელს გამოშვებული ყვითელი Porsche 911 coupe გამოიტანეს. უნიკალური სპორტქარი არამხოლოდ ასაკითაა განსხვავებული, არამედ ფერითაც – მას გერმანული ბრენდისთვის უჩვეულო ყვითელი ფერის ძარა აქვს. როგორც ავტომობილის ამჟამინდელი მფლობელი აცხადებს, მოდელი 2014 წელს მთლიანად დაშალეს და განაახლეს, რის შემდეგაც ის ავტოფარეხში ინახებოდა.

აღსანიშნავია, რომ განახლების შემდეგ 1966 წლის პორშემ ახალი ინტერიერი, 2,0 ლიტრიანი ძრავა და თანამედროვე მუხრუჭები მიიღო. რაც შეეხება ავტომობილის გარბენს, ის მხოლოდ 73 387 კილომეტრია, რაც მის ოფიციალურ სერთიფიკატშიც დასტურდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები