LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2011 წლის 26 მაისი იყო მძიმე დღე, სადაც ხელისუფლებამ გადაამეტა ძალას და ამას ახლა არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ უნდა უარყოფდეს: ნიკა მელია

200
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ 2011 წლის 26 მაისს, მაშინ როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო მმართველი ძალა, ხელისუფლებამ ძალას გადაამეტა და ამას „არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ უნდა უარყოფდეს“.

მისივე განმარტებით, 2011 წლის 26 მაისი ბევრი თვალსაზრისით მძიმე დღე იყო, რასაც გამართლება არ აქვს.

„რა თქმა უნდა, 2011 წლის 26 მაისი იყო ბევრი თვალსაზრისით ძალიან მძიმე დღე საქართველოსთვის, სახელმწიფოსთვის, სადაც ხელისუფლებამ გადაამეტა ძალას და ამას ახლა არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ უნდა უარყოფდეს. მიუხედავად იმისა, მაშინდელი ოპოზიცია აპირებდა 26 მაისის აღლუმის ჩატარების ხელშეშლას თუ არა, გამართლება იმას, რაც მოხდა, არ აქვს, არ ჰქონდა და არ ექნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის მაისის თვეში, საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები თბილისსა და ბათუმში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

აქციები, რომელსაც მიტინგის სახე ჰქონდა 21 მაისიდან იმართებოდა, რომელიც თბილისში 26 მაისის ჩათვლით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მის დარბევამდე მიმდინარეობდა. 26 მაისის აქციის დაშლისას 2 ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g