LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წელს სამოგზაუროდ ყველაზე ცუდი ადგილები

126
Shutterstock_2468566525_Lewis-Tse

ექსპერტებმა განაცხადეს, რომ 2025 წელს არ ღირს მოგზაურობა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე და კიდევ მსოფლიოს 14 დანიშნულებისკენ. მომავალ წელს სამოგზაუროდ ყველაზე ცუდი ადგილების სია ტურისტულმა გამოცემა FODOR’s-მა გამოაქვეყნა.

სპეციალისტთა თქმით, სიაში შესული ადგილები ზედმეტი ტურიზმისგან იტანჯებიან და საკმაოდ სერიოზულ პრობლემებსაც აწყდებიან. დამსვენებელთა დიდი ნაკადების გამო ამ რეგიონების ქუჩები ხალხითაა გადავსებული და საცხოვრებლის ფასი არარეალურად გაზრდილია. გარდა ამისა, მოგზაურები პოპულარული დანიშნულებების ეკოლოგიას საკმაოდ დიდ ზიანს აყენებენ. მაგალითისთვის, ბალიზე უცხოელთა გამო ნამდვილი „პლასტმასის აპოკალიფსი“ დაიწყო.

„ინდონეზიური კუნძულის აქამდე ხელშეუხებელი სანაპიროები ნაგვის ქვეშაა დამარხული“, – ნათქვამია კვლევაში.

Fodor’s-ის სიაში აღმოჩნდა ასევე რამდენიმე ევროპული დანიშნულება – ბარსელონა, მალიორკა, კანარის კუნძულები, ვენეცია და ლისაბონი. გადამეტებული ტურიზმისგან იტანჯება ასევე კიოტო, ტოკიო და შოტლანდიის ჩრდილოეთ სანაპირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები