საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2025 წლის მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 291.86 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.9%-ით გაზრდილი წლიური მაჩვენებელია.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მეტი თანხა – 55.01 მლნ დოლარი აშშ-დან ჩაირიცხა, მეორე ადგილზე იტალიაა – 50.46 მლნ დოლარით, მესამეზე რუსეთი – 37.84 მლნ დოლარით.
რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობას, მან 32.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.