საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 317.79 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.1%-ით მეტია 2024 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.
გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს (59.68 მილიონი აშშ დოლარით), მეორე ადგილზე იტალიაა (54.06 მილიონი აშშ დოლარით), მესამეზე კი – რუსეთის ფედერაცია, (39.49 მილიონი აშშ დოლარით).
რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობას, მან 38.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.7%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.