LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2026 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 282 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა

111
ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2026 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 282.64 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.6%-ით მეტია 2025 წლის იანვრის მაჩვენებელზე.

გზავნილებში პირველ ადგილს იტალია იკავებს (53.18 მილიონი აშშ დოლარით), მეორე ადგილზე აშშ-ია (52.04 მილიონი აშშ დოლარით), მესამეზე კი – რუსეთის ფედერაცია (33.51 მილიონი აშშ დოლარით).

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობას, მან 31.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.2%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g