ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვის და შეფასების ინსტიტუტი შობადობის სტატისტიკის შესახებ ახალი მონაცემებს გამოაქვეყნს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სპეციალისტებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს შობადობის კოეფიციენტთან დაკავშირებით და ასეთ შედეგებამდე მივიდნენ: შობადობის კოეფიციენტი რომელიც 2017 წელს 2.4-ს შეადგენდა 2010 წლისთვის 1,7-მდე შემცირდა.
შობადობის კოეფიციენტი ერთი ქალის მიერ გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობაა. თუ ის 2.1-ზე დაბალია, გარკვეული პოპულაცია შემცირებას იწყებს. სპეციალისტების აზრით ასეთი დინამიკით საუკუნის ბოლოს მსოფლიოს 23 ქვეყნის მოსახლეობა შესაძლოა განახევრდეს.
კვლევის მიხედვით დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 2064 წელს პიკს მიაღწევს და 9.7 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო საუკუნის ბოლოს კი 8.8 მილიარდამდე შემცირდება.
მეცნიერები ამ პროცესს საზოგადოებაში მომხდარ ცვლილებებს უკავშირებენ. კერძოდ, ქალები მეტ დროს უთმობენ განათლებას და კარიერას, ასევე უფრო მაღალია წვდომა კონტრაცეფციის საშუალებებზე, რის გამოც ქალები ნაკლები შვილის ყოლას არჩევენ.
ამავე მიონაცემებზე დაყრდნობით სპეციალისტები აცხადებენ,რომ 2100 წლისთვის 5 წლამდე უმცროსი ბავშვების რაოდენობა 401 მილიონი იქნება მაშინ როდესაც 2017 წელს წელს ეს მაჩვენებელი 881 მილიონს შეადგენდა, 80 წელს გადაცილებული ადამიანების რიცხვი კი 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 141 მილიონიდან 866 მილიონამდე გაიზარდება.
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ქალებისთვის განათლებასა და კონტრაცეფციაზე წვდომის შეზღუდვა გამოსავალი არ არის და ვარაუდობენ, რომ სახელმწიფოები მოსახლეობის რაოდენობის გაზრდას მიგრაციის საშუალებით შეეცდებიან.
https://www.bbc.com/news/health-53409521
