მომღერალი ნინი ბადურაშვილი თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე არსებულ საცობზე სოციალურ ქსელში წერს.
„ყიფშიძის ქუჩა დღეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია! ამხელა დასახლებაა და მხოლოდ ერთი გასასვლელი აქვს. 24/7-ზე სულ საცობებია. ამას ემატება ახალი მშენებლობები! აქ ხალხი რომ გადმოვა ვერ გავივლით! სახლში ვეღარ მივდივართ! მერიას ვფიქრობ უნდა ჰქონდეს გეგმა, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს! გზა უნდა გაკეთდეს, რომელიც შეუერთდება ახალ გზას!“, – წერს ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში.
