LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„26 წლის წინ, განსაკუთრებული რამ მოხდა FM დიაპაზონზე“ – 31 დეკემბერი რადიო „ფორტუნასა“ და „ავტორადიოს“ დაბადების დღეა

255
ფორტუნა

31 დეკემბერი რადიო „ფორტუნასა“ და „ავტო რადიოს“ დაბადების დღეა. „ფორტუნას“ ეთერში გასვლიდან 26, ხოლო „ავტო რადიოს“ 15 წელი შეუსრულდა.

უახლესი ჰიტების ტალღაამ მნიშვნელოვან თარიღს ტრადიციისამებრ, თანამშრომლებთან, შოუბიზნესის ვარსკვლავებთან და პარტნიორებთან ერთად აღნიშნავს. 

„ჩვენს მსმენელს უამრავ ახალ პროექტს ვპირდებით და რაც მთავარია, მათ იმედებს გავამართლებთ“ – რადიო „ფორტუნა“ 26 წლისაა, „ავტო რადიო“ 16 წლის გახდა

„26-ე წელი იწყებს ათვლას, რაც ვინარჩუნებთ ოქროს სტანდარტს და ვრჩებით გემოვნებიანი მსმენელის უალტერნატივო არჩევნად“ – რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ იუბილეს აღნიშნავს

რეზო ბლიაძე, „რეზო და ბავშვების“ სოლისტი:

„ვულოცავ „ფორტუნას“ და „ავტო რადიოს“ ამ მნიშვნელოვან თარიღს, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია რადიოს არსებობა, მით უმეტეს ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის.

ამ დროის მანძილზე, დაახლოებით 20-ზე მეტი სიმღერა გვაქვს „ფორტუნას“ რადიოსადგურებში მოტანილი. შესაბამისად, ხვდებით ხომ, როგორი პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს“

თათა სანდრაძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი:

„26 წლის წინ, განსაკუთრებული რამ მოხდა FM დიაპაზონზე – ეთერში ჩაეშვა რადიო „ფორტუნა“.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ოთხ რადიოსადგურს – „ფორტუნას,“ „ფორტუნა პლუსს“, „ავტორადიოსა“ და „არ დაიდარდოს“ აერთიანებს. ჩვენთვის 31 დეკემბერი ძალიან მნიშვნელოვანია და ტრადიციას არასდროს ვარღვევთ.

გპირდებით, როგორც ყოველთვის, მომავალ წელსაც, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებით გაგანებივრებთ“

თაკო ოქროპირიძე, „ავტო რადიოს“ მუსიკალური წამყვანი:

„როდესაც გავიგე, რომ „ავტო რადიო“ უნდა გახსნილიყო, ქასთინგში მივიღე მონაწილეობა და ზუსტად, 16 წელია, რაც „ავტო რადიოს“ მუსიკალური წამყვანი ვარ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g