3-6 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე გათბება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.