LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 ათას Tesla Cybertruck-ს საშიში დეფექტი აღმოუჩინეს

114
30 ათას Tesla Cybertruck-ს საშიში დეფექტი აღმოუჩინეს

Tesla ათასობით Cybertruck-ს უკანა ხედვის კამერის ხარვეზის გამო უკან გამოიწვევს. ელექტრონული პიკაპის მეპატრონეებს მოუწევთ, რომ სერვის ცენტრებს მორიგი დეფექტის გამო მიაკითხონ: საქმე ისაა, რომ კამერის გამოსახულება მონიტორზე დაგვიანებით ხვდება. აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ეს ხარვეზი საკმაოდ სერიოზულია და ავარიის ალბათობას ზრდის. საბედნიეროდ, ამ დრომდე Tesla-ს მონაწილეობით მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უკანა კამერიდან გამოსახულება ეკრანზე შესაძლოა 2 წამის დაგვიანებით გაჩნდეს, უფრო მეტიც დისპლეი ცარიელი შესაძლოა 8 წუთამდეც კი იყოს.

Tesla-მ უკვე მიიღო 45 საჩივარი კამერის ხარვეზის შესახებ და უკან გამოწვევის კამპანიაც მალევე დააანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები