LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„30 წელზე მეტია ამას ვაკეთებ და ჩემთვის არასდროს არავის  უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე“ – მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, კლინიკაში სააკაშვილის საზიარებლად არ შეუშვეს

234
ბაჩო დოლიძე და ვანო მერაბიშვილი (2)

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, კლინიკა „ვივამედში“ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზიარებლად არ შეუშვეს.

„ასეთი რაღაც მითხრეს, რომ კიდევ უნდა აუღონ ტესტი, PCR და დაუდასტურდება თუ არა იმის მიხედვით [მოიქცევიან].

მე მართალი გითხრათ, არ ვიცი, რას ნიშნავს ეს იმიტომ, რომ ავად რომ არის მაშინ უნდა ადამიანს ზიარებაც და გამოჯანმრთელებაც, ჰოდა, მე მზად ვიყავი შევსულიყავი.

საზიარებლად ვიყავი მოსული და პირველი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში, 30 წელზე მეტია ამას ვაკეთებ და ჩემთვის არასდროს, არავის არ უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე.

ადამიანს აქვს უფლება იცოცხლოს და თუ აქ, ამ ქვეყანაში არ ხერხდება, უცხოეთში უნდა გაგრძელდეს მისი მკურნალობა, ამაში დარწმუნებული ვარ“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ნიკოლოზ სააკაშვილი ზურაბ ჩხაიძეს: „მე რომ ვყოფილიყავი თქვენს ადგილას, მე დღეს გადავდგებოდი“

“მოგმართავთ მანამ, სანამ ჩემი მდგომარეობა მაძლევს ფიქრისა და წერის საშუალებას” – სააკაშვილის წერილი ფრანგულ Le Monde-ში

სააკაშვილის მედდა: ძალიან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში

გიული ალასანია შვილზე: ჩვენი თხოვნაა, სასჯელის გადავადება – ვერ ჭამს, რადგან მოწამლულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g