11 წლის ბიჭის, ალექსანდრე ალავერდაშვილისთვის, რომელიც 6 წლიდან ოჯახის დასახმარებლად ჯართს აგროვებს, 31 545 ლარი ჩაირიცხა – ემოციურ და სასიამოვნო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი გვიზიარებს და წერს, რომ თანხა, რომელიც პატარა ალექსანდრეს დეიდის ანგარიშზე ჩაირიცხა ბავშვს, დაახლოებით სამი წელი ეყოფა.
ვიდეო: „ერთი სული მაქვს დახმარებას როდის ავიღებ, იქნებ 1-2 დღე მაინც დავისვენო ჯართის შეგროვებისგან“ – 11 წლის ბიჭი ყოველდღე ჯართს აგროვებს და ოჯახს არჩენს
11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილს ოჯახისთვის ფულის საშოვნელად ყოველდღე ჯართის შეგროვება უწევს. საოცარ ბიჭზე სიუჟეტი ნანუკა ჟორჟოლიანმა მოამზადა. როგორც ალექსანდრე საუბრობს ის მხოლოდ მაშინ ისვენებს, როდესაც დახმარებას იღებენ. „ერთი სული მაქვს დახმარებას როდის ავიღებ, იქნებ 1-2 დღე მაინც დავისვენო ჯართის შეგროვებისგან, თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით“, – ამბობს ალექსანდრე. დაბლა მითითებულ ანგარიშზე შეგიძლიათ მას […]
ალექსანდრეს ისტორიას, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანის სიუჟეტის გმირია, საზოგადოებაში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა:
„ალექსანდრეს სტიპენდია იყო თვეში 500 ლარი.
ამას ემატებოდა, ფეხბურთი, გზა, ცეკვა. მთლიანად 1000 ლარი.
თანხა, რომელიც მისი დეიდის ანგარიშზე ჩაირიცხა დაახლოებით სამი წელი ეყოფა ბავშვს.
ასეთი ხალხი ხართ თქვენ!“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
„ამას რა გააჩერებს!?“ – „ნანუკა გამარჯობა, შვილები მყავს ფეხბურთელები ალექსანდრეზე პატარა ასაკის. მე გადავუხდი ყოველთვე ფეხბურთის ფულს…100 ლარს სიამოვნებით დავუნიშნავ სტიპენდიას“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ემოციურ პოსტს გვიზიარებს
„ამას რა გააჩერებს!?“ – „ნანუკა გამარჯობა, შვილები მყავს ფეხბურთელები ალექსანდრეზე პატარა ასაკის. მე გადავუხდი ყოველთვე ფეხბურთის ფულს…100 ლარს სიამოვნებით დავუნიშნავ სტიპენდიას“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ემოციურ პოსტს გვიზიარებს
ალექსანდრეს სტიპენდია იყო თვეში 500 ლარი. ამას ემატებოდა, ფეხბურთი, გზა, ცეკვა. მთლიანად 1000 ლარი. თანხა, რომელიც მისი დეიდის ანგარიშზე ჩაირიცხა დაახლოებით სამი წელი ეყოფა ბავშვს. ასეთი ხალხი ხართ თქვენ!
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ხუთშაბათი, 20 მარტი, 2025