რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „არის 2026“ ზურა ჩინჩალაძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „გაგვიმარჯოს ყველას“ პრემიერა შედგა.
ზურა, როგორც ვიცი, საცოლე გყავთ…
წინასწარ არ მინდოდა თქმა. პატარა ბავშვი არ ვარ, რომ უცებ გადავწყვიტო. ჯერჯერობით, ვეჩვევით ერთმანეთს. კარგი ადამიანია. მინდა, რომ ირმასნაირი იყოს. სხვათა შორის, ირმა სიზმარში ვნახე, ვუთხარი, წამიყვანე-მეთქი, იყავი მანდ, შენი დრო არ არის, ცოლი მოიყვანე, ცოდო ხარ მარტოო.

როგორია საახალწლო განწყობა და სად აპირებ 2026 წელთან შეხვედრას?
რატომღაც, 4 წელი იტალიაში მომიწია ახალი წლის შეხვედრა, მაგრამ არ მიყვარს სხვაგან წასვლა, მირჩევნია, რომ ჩემს ქვეყანაში შევხვდე.

ბედობის თუ გჯერათ?
სულ მეშინია, რამე ისეთი არ მოხდეს, რომ მერე ვინანო, ეს რატომ გავაკეთე, რატომ ვთქვი, იქ რატომ წავედი.

როგორია სამომავლო გეგმები?
ვწერ ახალ სიმღერას დავით ქურიძესთან ერთად, ასევე წერ ერთ პატრიოტულ სიმღერას -„მამულო ჩემო“.

როგორი იყო თქვენთვის 2025 წელი?
მე და ნინომ რომ ჩავწერეთ, ის სიმღერა ძალიან გაპიარდა, ძალიან მოსწონს ხალხს. პირობები არ მომწონდა და უარი ვთქვი ევროპის კონცერტებზე, მაგრამ იანვრიდან უკვე აღარ ვიტყვი, რადგან პირობები შეიცვალა.

მოგვიყევით სიმღერაზე „გაგვიმარჯოს ყველას“.
სიმღერა არის მეგობრობაზე. მგონი, მოეწონება ჩვენს მსმენელს. სიმღერის ბალანსი, მასტერინგი ალეკო ქეშიკაშვილმა გააკეთა. ლექსი მზია გელაშვილს ეკუთვნის.
ზურა ჩინჩალაძე – გაგვიმარჯოს ყველას
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ზურა ჩინჩალაძე. “არის 2026” წინასაახალწლო გადაცემა