LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„4 წელზე მეტია, მეტროში, სკამზე ასე სძინავს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად, უწესიერესი კაცია… მოგვეხმარეთ და საცხოვრებელ კონტეინერს დავუდგამთ, ვერც წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებას დავატრიალებთ“ – აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

290
აკა სინჯიკაშვილი

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს კიდევ ერთ საქველმოქმედო საქმეში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„ოთხი წელზე მეტია, მეტროში, სკამზე ასე სძინავს. ალბათ მართლა ყველას გინახავთ ეს კაცი, ვისაც აქ გაგივლიათ და ბევრიც იცნობთ. უკარგესი და უწესიერესი კაცია.

ყოველ ღამეს ასე ზის თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად.

მოგვეხმარეთ რა და საცხოვრებელ კონტეინერს დავუდგამთ. შეგვიძლია კიდევ ერთი ადამიანი მოვაშოროთ ქუჩას.

გამივრცელეთ რა ეს ამბავი და ორ დღეში მოვაგვარებთ ყველაფერს. ვერც წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებას დავატრიალებთ, კაცს თავისი სახლი ექნება.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ – ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი – #GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი – #GE90TB7603845061100016

PayPal – [email protected]

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili“, – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

ოთხი წელზე მეტია, მეტროში, სკამზე ასე სძინავს. ალბათ მართლა ყველას გინახავთ ეს კაცი, ვისაც აქ გაგივლიათ და ბევრიც…

Posted by Akaa Sinjikashvily on კვირა, 30 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g