ილონ მასკს კიდევ ერთი შვილი შეეძინა. მედიის ცნობით, 2024 წლის დასაწყისში მას მესამე საერთო შვილი Neuralink-ის ტოპ-მენეჯერისგან, შივონ ზილისისგან გაუჩნდა. ცნობისთვის, მათ 2021 წელს ტყუპები შეეძინათ. ბავშვის სქესი და მისი სახელი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, 52 წლის მასკი ამ დროისთვის 12 შვილის მამაა. 6 შვილი მას პირველი მეუღლისგან, ჯასტინ უილსონისგან ჰყავს. სამი შვილი, გრაიმსისგან, სამიც შივონ ზილისისგან.
ინსაიდერები აცხადებენ, რომ 21-ე საუკუნის გენიოსი გაჩერებას არ აპირებს.

