ნაომი კემპბელმა შვილებთან გადაღებული ფოტოების სერია გაავრცელა. ლეგენდარული ტოპ-მოდელი სამი წლის ქალიშვილთან და ერთი წლის ვაჟთან ერთად ზამთრის კურორტზე იმყოფება.
„დრო ძალიან ჩქარა გარბის“, – ასე დაასათაურა ფოტოები კემპბელმა, რომელზეც შვილებს სახეები ტრადიციულად დაუფარა.
ცნობისთვის, 54 წლის ვარსკვლავის პირადი ცხოვრება კვლავ ბურუსით არის მოცული. დღემდე უცნობი რჩევა, თუ ვინ არის მისი შვილების მამა. გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ის გერმანელ დიჯეის, DJ Rampa-ს დაშორდა.
ნაომი კემპბელი გერმანელ დიჯეის ცეცხლოვანი რომანის შემდეგ დაშორდა, ცნობილია მიზეზი