LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

59-ე საყოველთაო ნათლობა – პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა

824
66780246-888206668216359-2339087447654137856-o

სამების საკათედრო ტაძარში 59-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა.

მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ.

ნათლობის დასრულების შემდეგ, ნათლულები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ პირადად დალოცა.

საყოველთაო ნათლობის იდეა სრულიად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 38 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები