LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 წლის მონიკა ბელუჩი საყვარელი მამაკაცის, 66 წლის ტიმ ბარტონის სერიალის პრემიერაზე ბრწყინავდა

408
60 წლის მონიკა ბელუჩი საყვარელი მამაკაცის, 66 წლის ტიმ ბარტონის სერიალის პრემიერაზე ბრწყინავდა

თუ მონიკა ბელუჩისა და ტიმ ბარტონის ნახვა გსურთ, მაშინ იტალიაში კინოფესტივალს უნდა დაველოდოთ, ისინი ბოლო დროს მხოლოდ იქ დადიან. წყვილის კიდევ ერთი სტაბილურობა მათი შავ ფერში გამოჩენაა. მონიკა ყოველთვის ამ ფერის მოყვარული იყო და ახლა მის რიგებს მისი შეყვარებულიც შეუერთდა. მსახიობმა მჭიდრო, ტანზე მომდგარი ქვედაბოლო აირჩია და აბრეშუმის დეკოლტირებული პერანგი შეუხამა. ბელუჩიმ აქცენტი გაშლილ თმაზე და ნაზ მაკიაჟზე გააკეთა. ლუქს შავი სათვალე და კლატჩი ასრულებდა. 66 წლის ბარტონს შავი კოსტიუმი და შესაბამისი პერანგი ეცვა.

60 წლის მსახიობი ფესტივალზე თავისი საყვარელი ტიმ ბარტონის მხარდასაჭერად მივიდა, რომელმაც სერიალ „ოთხშაბათის“ მეორე სეზონი წარადგინა.

ფოტო/ვიდეო: მუდამ ერთად! – მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი „ტაორმინას“ კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე

ქერა მონიკა ბელუჩი „ბალენსიაგას“ კაბითა და „კარტიეს“ ბრილიანტის ყელსაბამით ბრწყინავს

60 წლის მონიკა ბელუჩი „დოლჩე და გაბანას“ კრისტალებით გაფორმებულ მაქმანებიან პალტოში საყვარელ მამაკაცთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები