LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„60 წლის ქალისგან 40 წლის ქალად ვიქეცი…“ – რას ნანობს ყველაზე მეტად ლოლა წერეთელი

12336
page

მომღერალი ლოლა წერეთელი „სარკესთან“ არასდროს ერიდებოდა გულწრფელ საუბარს არც საკუთარ შეცდომებზე, არც შიშებზე და არც იმ ცვლილებებზე, რომლებიც მის ცხოვრებაში მოხდა. ამჯერად ის „სარკის“ ახალ ნომერში სახის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ მიღებულ გამოცდილებაზე, რთულ გზაზე, წარსულში მიღებულ მტკივნეულ გადაწყვეტილებებზე ჰყვება:

საქართველოში ექიმს რომ ეუბნები, მისი გაკეთებული ოპერაციების შედეგის ნახვა გინდა, ვერ გაჩვენებს, რადგან არ აქვს. მოსკოვში პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაში 16 000 დოლარი მომთხოვეს. იქ რომ გამეკეთებინა, თბილისში სახლი უნდა გამეყიდა. ამერიკაშიც საკმაოდ ძვირია პლასტიკური ოპერაცია. ამერიკის მოქალაქე არ ვარ და იქ ვერ გავიკეთებდი… 60 წლის ქალისგან 40 წლის ქალად ვიქეცი…

ქალს ხასიათი ალამაზებს. შეიძლება ლამაზი არ იყოს, მაგრამ თუ კარგი ხასიათი აქვს, ნაკლს ვეღარ დაინახავ…

ქალმა უნდა გააცნობიეროს, რომ მთავარია, თავად იყოს კარგად. ჯერ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს და მერე ოჯახის წევრებზე – ჯერ საკუთარი თავი და მერე სხვები! თავად თუ ბედნიერია, ოჯახის წევრებიც ბედნიერები ეყოლება…

ახალგაზრდობაში ძალიან ბევრ ფულს  ვშოულობდი, მაგრამ სწორად ვერ გამოვიყენე. ერთოთახიანი ბინები უნდა შემეძინა სხვადასხვა ქვეყანაში. სადაც ზღვა არის, ჩემი სახლი მექნებოდა. მეყოლებოდა ერთი შვილი, რომელსაც კარგად გავზრდიდი და ბედნიერად ვიქნებოდი… არასოდეს გავთხოვდებოდი…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g