„ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი, შერონ სტოუნის არაერთი შთამბეჭდავი ფოტოსესია გვინახავს. მსახიობი ყოველ ჯერზე დიდ ოვაციებს იწვევს. ის კვლავინდებურად ბრწყინვალედ გამოიყურება.
ამჯერად 64 წლის შერონი GQ Portugal-ის უახლესი ნომრის გარეკანზე მოხვდა. ღია ცის ქვეშ გადაღებულ ფოტოებში მას „დოლჩე და გაბანას“ კაბები აცვია და „სკიაპარელის“ სამკაულები ამშვენებს.