LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წლიანი ურთიერთობის, შვილების გაჩენისა და „სხვისი შვილების“ საკუთარივით გაზრდის შემდეგ, კრიშტიანო რონალდომ ჯორჯიანა როდრიგესს ბოლოს და ბოლოს ხელი სთხოვა?

476
Untitled design (41)

ჯორჯიანა როდრიგესმა „ინსტაგრამ სთორიზე“ უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდის ფოტო გაავრცელა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მედიაში წერენ, რომ ბოლოს და ბოლოს, მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, კრიშტიანო რონალდომ საყვარელ ქალს, რომლისგანაც ორი ქალიშვილი ჰყავს, ხელი სთხოვა.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, როცა ფეხბურთელს ჰკითხეს, როდის აპირებდა საყვარელ ქალზე დაქორწინებას, მან უპასუხა:

„საჭირო მომენტს ველოდები, იმ წამიერ მინიშნებას. ეს მასაც შესანიშნავად ესმის. ეს შეიძლება მოხდეს ერთ წელიწადში, ექვს თვეში ან თუნდაც ერთ თვეში. თუმცა, 1000%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა რონალდომ.

ცნობისთვის, კრიშტიანო და ჯორჯიანა უკვე 8 წელია ერთად არიან. მათ ორი ბიოლოგიური ქალიშვილი ჰყავთ, თუმცა როდრიგესი საყვარელი მამაკაცის სხვა შვილებსაც დედასავით ზრდის.

ვიდეო: კრიშტიანო რონალდო და ჯორჯიანა როდრიგესი AROYA Cruises-ის საოცრად შთამბეჭდავ სარეკლამო კამპანიაში

ფოტო/ვიდეო: ყინულოვანი წყლის აბაზანები, სრიალი თოვლში და ჯადოსნური გარემო – კრიშტიანოს და ჯორჯიანა ლაპლანდიური არდადეგები

„მამა“ – ჯორჯიანა როდრიგესი კრიშტიანო რონალდოსა და მათი უმცროსი ქალიშვილის უთბილეს ფოტოს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები