ჯორჯიანა როდრიგესის გლამურული ფოტოებისა და ვიდეოების ცვენა გრძელდება. კრიშტიანო რონალდოს საყვარელი ქალი გამომწერებს გამუდმებით ანებივრებს შთამბეჭდავი პოსტებით. თუმცა, ცხადია, მის სოც.ქსელებში მრავლად მოიპოვება ოჯახური ფოტოებიც.
ამჯერად რეალითი შოუს, „მე ჯორჯიანას“ ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ლეგენდარული ფეხბურთელის და მათი საერთო ქალიშვილის უთბილესი ფოტო გაავრცელა.
რონალდო უმცროს ქალიშვილს სიყვარულით სავსე თვალებით უცქერს.
„მამა“- ასე დაასათაურა ჯორჯიანამ როდრიგესის ფოტო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
რონალდო საყვარელ ქალს გვერდიდან ვერ შორდება – პაპარაცული ფოტოები