LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, სამეგრელოში 28 წლის მამაკაცი დააკავეს

203
ძალადობა

8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, სამეგრელოში 28 წლის მამაკაცი დააკავეს. ბრალდებულს სასამართლომ  წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სამართალდამცველებს ბავშვის დედამ მიმართა და დახმარება ითხოვა. დაკავებულის ოჯახის წევრები კი ფაქტს გამორიცხავენ.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

დანაშაულის ჩადენა ძირითადად ხდება სანაცნობოში, ფრთხილები არიან, ამბობენ, რომ „ბავშვი ყველაფერს იგონებს“ – როგორ ამოვიცნოთ პოტენციური მოძალადე

magti 5g