LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„800 000 ლარის დაფინანსება აქვთ მიღებული ისე, რომ ერთი დღე არ გაუტარებიათ პარლამენტში… მანდატების შეწყვეტით, პარტიას 6 თვით შეუჩერდება დაფინანსება“ – პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე

118
შალვა პაპუაშვილი, გიორგი გახარია

„გვაქვს პარტიის „საქართველოსთვის“ პარლამენტის 13 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი. საგაზაფხულო სესიაზე ჩატარდა 26 პლენარული სხდომა. მათ 26-ვე არასაპატიო მიზეზით აქვთ გაცდენილი, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტიას დაფინანსების მიღება 6 თვით, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან ერთად შეუჩერდებათ.

„გვაქვს პარტიის „საქართველოსთვის“ პარლამენტის 13 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი. საგაზაფხულო სესიაზე ჩატარდა 26 პლენარული სხდომა. მათ 26-ვე არასაპატიო მიზეზით აქვთ გაცდენილი, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს იმით, რომ არ ასრულებენ იმ მანდატს, რომელიც მათ მიიღეს არჩევნებში.

აქვე მოგახსენებთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში, ანუ 26 ოქტომბრის შემდეგ, პარტიას „საქართველოსთვის“ დაახლოებით, 800 000 ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული ისე, რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში. შეგახსენებთ რეგულაციას, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიას 6 თვით შეუჩერდება პარტიული დაფინანსება,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს კენჭს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g