ტეილორ სვიფტის ევროპული კონცერტების სერიის დაწყებამდე ცოტა დრო დარჩა. ამერიკელი მომღერალი ევროპის მასშტაბით, მაისიდან იმოგზაურებს. გამორიცხული არ არის, 34 წლის შემსრულებელი მსმენელს არაერთ სიურპრიზს უმზადებდეს, რადგან 19 აპრილს მან ახალი დისკი გამოუშვა, The Eras Tour კი მისი ყველა გამოშვებული ალბომის სანახაობრივ შოუს მოიცავს.
21-ე საუკუნის მუსიკალური კოლოსის ,,ეპოქალური ტურნე” 9 მაისიდან, საფრანგეთში განახლდება და ისეთ ქვეყნებში გაგრძელდება, როგორებიცაა: შვედეთი, პორტუგალია, ესპანეთი, შოტლანდია, ინგლისი, უელსი, ირლანდია, ნიდერლანდები, შვეიცარია, იტალია, გერმანია და ავსტრია.
დასკვნითი საღამოთი სვიფტი 20 აგვისტოს, ლონდონში, უემბლის სტადიონზე შეკრებილი აუდიტორიის წინაშე წარდგება.
ცნობილია, რომ მის პერფორმანსებს, როკ ბენდი – Paramore და გრეისი აბრამსი ,,გაახურებენ”.
შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტის The Eras Tour 2023-ის მარტში დაიწყო. ის მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, კანადაში დასრულდება.