LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაბა ნათენაძე: „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭო – სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავ“

216
ჯაბა ნათენაძე

„დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელი, ჯაბა ნათენაძე „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის და სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა საბჭოს ტოვებს.

როგორც იგი ამავე პოსტში აღნიშნავს, „სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ხედავს“:

ვიდეო: „ქართული ოცნების“ დეპუტატი თელავიდან: „ფიცს ვდებ, თუ კანონპროექტს არ გაიწვევენ, პარტიას და თანამდებობას დავტოვებ“

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება, ამიტომ, მე ამ კანონპროექტს ვემიჯნები“.

„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, როგორც შემიძლია, ჩემ კუთხეს და ქვეყანას ვემსახურები, რაც არ უნდა ეცადონ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდები ღირსების შემლახავ რეესტრში, როგორც უცხოური ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, მე მხოლოდ ერთი ქვეყნის საქართველოს ინტერესს ვატარებ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლო წუთებამდე.

სამწუხაროდ, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი თვითმმართველობა აქტიურად უჭერს მხარს კანონს, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუსეთს და რომლის მიღებისგან თავის შეკავებისკენ ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა მოგვიწოდებს, კანონს რომლის მიღების შემთხვევაშიც შესაძლოა ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და დაუცველი დაგვტოვოს ჩვენი მტრის რუსეთის პირისპირ.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

ამიტომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭო.

მანამ სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავ. ხვალვე მივმართავ წერილით ბატონ მერს“. – წერს ჯაბა ნათენაძე.

🇬🇪 მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, როგორც შემიძლია, ჩემ კუთხეს და ქვეყანას ვემსახურები, რაც არ უნდა ეცადონ არასოდეს,…

Posted by Jaba Jabai Natenadze on Thursday 25 April 2024

mazda magti 5g