LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai–მ Bentley-დან საუკეთესო დიზაინერი გადაიბირა

36

კომპანია Hyundai-ს ცნობით, საავტომობილო სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერი, სანიაპ ლი, რომელიც ამ დრომდე Bentley-ს მთავარი დიზაინერი გახლდათ, შემდეგი თვიდან იაპონურ გიგანტს შეუერთდება.

აღსანიშნიავია, რომ Hyuindai-სთვის პოპულარული დიზაინერების გადაბირება უცხო არ გახლავთ. რამდენიმე თვის წინ, კომპანიამ სწორედ Bentley-დან დიზაინის განყოფილების უფროსი ლუც დონკერვოლკეც გადაიბირა.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, Bentley-ს ყოფილი დიზაინერების ახალი საქმე, Hyuidai-ს შვილობილი ბრენდის, Genesis-ის ავტომობილების დამზადება იქნება.

აქვე შეგახსენებთ, რომ Genesis-ის უახლესი მოდელი წლის ბოლომდე გამოჩნდება და სავარაუდოდ სწორედ სანიაპ ლისა და ლუც დოკერვოლკეს დიზაინით იქნება დამზადებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები