რამდენად საშიშია ნივთიერებები, რომლებიც თმის მოვლის პროცედურებისთვის გამოიყენება – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ Hair Bar-ის სპეციალისტმა ქეთა ფიფიამ ისაუბრა.
ქეთა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თმის მოვლის პროცედურებთან დაკავშირებით?
პირველ რიგში ფასს. 50 და 70 ლარად ბოტოქსის ან კერატინის პროცედურა ვერ გაკეთდება, რადგან ნიშ ბრენდებს აქვთ თავისი ფასი. უნივერსალი პროდუქტი არ არსებობს, მთავარია მოვხვდეთ პროფესიონალთან. პროდუქტები არ უნდა იყოს მხოლოდ გასწორებაზე ორიენტირებული, უნდა იყოს ჯანსაღი. ამ პროდუქტებში შედის კვებითი ელემენტები.
რამდენად უნდა მივაქციოთ ყურადღება ვადებს?
ვადების გარანტია ასევე საყურადღებოა. გარკვეული ქვეყნებიდან შემოდის პროდუქტები, რომ თითქოს სახლში შეგიძლიათ ჩაიტაროთ პროცედურები, რაც აბსურდია.
მინდა ხაზი გავუსვა ერთ-ერთ თემას, რომელზეც ბევრს საუბრობენ, კერატინში შემავალი ერთ-ერთი ნივთიერება არის ფორმალდეჰიდი, ეს არის ერთ-ერთი დანამატი, რომელიც ვადების შენარჩუნებისთვის გამოიყენება კერატინში და არ არის საშიში.