„დიდ შეცდომად ვთვლი ხელისუფლების მხრიდან მთელს დასავლეთსა და ე.წ. „ომის პარტიას” შორის ტოლობის ნიშნის დასმას და დონორული პროექტების განმახორციელებელი ყველა ორგანიზაციის უცხო ძალის ინტერესის გამტარებლად წარმოჩენას“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წერს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
როგორც იგი საკუთარ პოსტში აღნიშნავს, გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს ხელისუფლების მიერ გამოყენებული იყო „შეუსაბამოდ უხეში ძალა”.
„სამწუხაროდ „ქართული ოცნება” გულმოდგინედ ცდილობს, რომ გააქროს შუა სივრცე და საზოგადოება გაყოს ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებად, არადა სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებმაც ცნობილი კანონპროექტი და „ოცნების“ თანდართული რიტორიკა ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობად შეაფასეს და რომელთა მიმართაც გასულ ღამეს გამოყენებული იქნა შეუსაბამოდ უხეში ძალა, არცერთი პოლიტიკური პარტიის მოწოდებას არ გამოუყვანია ქუჩაში”, – წერს ის.
ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს, მივმართავ პოლიციელებს.. ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს.. არ მჭირდება გახსენება – გიორგი გახარია
„გუშინ ვნახეთ არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, ქალებსა და სკოლის მოსწავლეებზე“.
ამავე განცხადებაში ყოფილი პრემიერი „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრობს და წერს, რომ მთავრობის მიერ დეკლარირებული გამჭვირვალობის ამოცანების გადაჭრა არსებულ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებებით ან ახალ კანონმდებლობაში უფრო კორეტული ფორმულირებებით შეიძლებოდა:
„მიუხედავად ყოველივე ამისა, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა მაინც უალტერნატივოდ გადის მჭიდრო ინტეგრაციაზე დასავლეთთან, სადაც საქართველოს თვითმყოფადობა და ტრადიციები უფრო დაცვადი (და არა ავტომატურად დაცული) იქნება.
შესაბამისად, დიდ შეცდომად ვთვლი ხელისუფლების მხრიდან მთელს დასავლეთსა და ე.წ. „ომის პარტიას” შორის ტოლობის ნიშნის დასმას და დონორული პროექტების განმახორციელებელი ყველა ორგანიზაციის უცხო ძალის ინტერესის გამტარებლად წარმოჩენას.
მთავრობის მიერ დეკლარირებული გამჭვირვალობის ამოცანების გადაჭრა აბსოლუტურად მიღწევადი შეიძლებოდა ყოფილიყო საზოგადოებაში ამ მასშტაბის დაპირისპირების გარეშე – არსებულ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებებით ან თუნდაც ახალ კანონმდებლობაში უფრო კორექტული ფორმულირებებით”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.
მისი მოსაზრებით, ამის საპირისპიროდ, ხელისუფლება უმძიმეს და არასაჭირო პროცესში შევიდა, რაზედაც ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. კერძოდ:
გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე შსს-მ 63 პირი დააკავა
ა) არჩევნებზე „ოცნების“ მომხრე დასავლეთთან დაახლოების მოსურნე ელექტორატის მნიშვნელოვნად შემცირებით;
ბ) დასავლეთთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესებით;
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
გ) ახალგაზრდობის დიდ ნაწილთან უზარმაზარი კედლის აშენებით.
ჯერ კიდევ არის დრო ხელისუფლების ქმედებებში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანისთვის. აქციებზე სასტიკად ნაცემი თითოეული ადამიანის ნახვა მძიმე ასოციაციებს აჩენს 2012 წლამდე არსებულ რეალობასთან.
ყველა მხარე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და არ დავუშვათ ძალადობა, რათა თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი შედეგი, რისი დადგომის რისკიც საკმაოდ მაღალია და რაზეც პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება”. – ნათქვამია განცხადებაში.
„მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა” – პრეზიდენტი
სამწუხაროდ ქართული ოცნება გულმოდგინედ ცდილობს, რომ გააქროს შუა სივრცე და საზოგადოება გაყოს ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო…
Posted by Giorgi Kvirikashvili on Wednesday 1 May 2024
გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო