LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია პარლამენტთან – ადგილზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იმყოფებიან

139
აქცია

რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა რუსთველის გამზირი გადაკეტეს.

პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ორგანიზატორები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.

ორგანიზატორების განცხადებით, აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

პარლამენტის შენობის ეზოს ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ფოტო-„ინტერპრესნიუსი”

magti 5g