LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი რეპერის, დრეიკის სახლს ცეცხლი გაუხსნეს – დაჭრილია ერთი ადამიანი

225
დრეიკი

ცნობილი რეპერის, დრეიკის სახლთან ტორონტოში, უცნობმა პირებმა  ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაჭრილია მუსიკოსის დაცვის წევრი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად დრეიკი სროლას უვნებელი გადაურჩა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, თავდამსხმელები რეპერის სახლთან მანქანებით გამოჩნდნენ და ცეცხლი გახსნეს, ხოლო რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ბოლო დროს მედია ხშირად წერს რეპერის დაპირისპირებაზე კენდრიკ ლამართან. ამ ეტაპზე უცნობია, აქვს თუ არა ლამარს რაიმე ტიპის შეხება აღნიშნულ ინციდენტთან. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები