ზურა ხაჩიძე ცხოვრების მძიმე პერიოდის შესახებ „დღის პოსტთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეუღლის, ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ორი თვე მონასტერში იყო წასული:
„ორი თვე ვიყავი მონასტერში, როცა ხათუნას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა… როცა ეკლესიის გარეშე ვიყავი, ზედაპირულად ვცხოვრობდი. მე ვფიქრობ, რომ ეკლესიაშია თავისუფლება, საკუთარი თავის შეცნობაში…“