LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განცხადება როცა დავწერე აღელვების გამო ცრემლები ვერ შევიკავე – დავრჩი სამსახურის გარეშე, 2 მცირეწლოვანი შვილით და ბანკის უზარმაზარი ვალით, მაგრამ მე ეს არ მაშინებს“ – BSU-ს ლექტორი გოჩა სურგულაძე

263
გოჩა სურგულაძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, გოჩა სურგულაძე, რომელიც ამავე სასწავლებელში სტუდენტებს ლექციებს ფინანსებზე უკითხავდა, თანამდებობას ტოვებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„უნივერსიტეტი არ ყოფილა ჩემთვის მხოლოდ სამსახური და შემოსავლის წყარო!გულწრფელი ვიქნები და გეტყვით რომ 15 მაისს, უნივერსიტეტიდან წამოსვლის განცხადება როცა დავწერე აღელვების გამო ცრემლები ვერ შევიკავე, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა.

„კავკასიის უნივერსიტეტში ათ წელზე მეტია ვასწავლიდი, ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება… უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება”- ნიკო ნერგაძე

მე მიყვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U, უნივერსიტეტის რექტორიდან დაწყებული, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დეკანების, პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციული დამხმარე პერსონალის, დაცვის თანამშრომლებისა და დამლაგებლების ჩათვლით. ყველანი ერთად ვემსახურებოდით სტუდენტებს.

ასევე ნახეთ

ფილოსოფოსი ლევან ბერძენიშვილიც კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას წყვეტს. აღნიშნულის თაობაზე მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მესმის რომ არიან მცირე გამონაკლისები რომლებმაც ჩემი საქციელი არ გაამართლა და ზიზღით და სიძულვილით მომიხსენიეს (მათ შორის სოცქსელებში), მაგრამ მათ მიმართ საჯაროდ მხოლოდ სიყვარულის გამოხატვა მსურს.

„უნივერსიტეტი არის ადამიანები და არა შენობა. დაუშვებელია, დღეს ნათელ მხარეს არ იდგე“ – კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ 2 ლექტორი, დავით ქაშიაშვილი და სალომე უგულავა ტოვებს

ძალიან ბევრმა დამირეკა და გულწრფელი წუხილი გამოხატა ჩემი გადაწყვეტილების გამო – დიდი მადლობა ამისთვის. დავრჩი სამსახურის გარეშე, 2 მცირეწლოვანი შვილით და ბანკის უზარმაზარი ვალით, მაგრამ მე ეს არ მაშინებს…

მე ის მაშინებს ჩვენი ქვეყანა დასავლეთის, ევროკავშირისა და ზოგადად ცივილური სამყაროს მიღმა არ აღმოჩნდეს. მწამს უფლის, მხარს მიჭერს ოჯახი და მჯერა ახალგაზრდობის… ეს არის ჩემთვის მთავარი“. – წერს გოჩა სურგულაძე.

„ნინო ჟიჟილაშვილი მყავს უნივერსიტეტში და არა მარტო… ხომ შემეძლო ისიც გამეშვა, თუ ეგეთი დავალება მქონდა?!“ – კახა შენგელია კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ყოფილ დეკანს, სოსო ბერიკაშვილს პასუხობს

უნივერსიტეტი არ ყოფილა ჩემთვის მხოლოდ სამსახური და შემოსავლის წყარო! გულწრფელი ვიქნები და გეტყვით რომ 15 მაისს,…

Posted by Gocha Surguladze on Wednesday 15 May 2024
magti 5g