LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (20-26 მაისის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2839
მიხეილ ცაგარელი

ვერძი  – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და სურვილების ასრულებას. კარგი პერიოდია დამატებითი შემოსავლის წყაროების მოძიებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, არაა გამორიცხული დივიდენდები მიიღოთ ძველი პროექტებიდან. აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს იმპულსურად მოქმედება და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. გაითვალისწინეთ კომპეტენტური ადამიანების რჩევები, რათა თავი დააღწიოთ შეცდომებს.

კურო –  მეტად ჰარმონიული კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას დასახული გეგმების განხორციელებას და სურვილების ასრულებას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭისა და პოტენციალის გამოსავლენად, ავტორიტეტის გაძლიერებისა და გავლენის სფეროების გაფართოებისთვის. შეგიძლიათ განახორციელოთ ცვლილებები, თუმცა არ ღირს ზედმეტი ილუზიებით ცხოვრება და დაჯერება, რომ ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება, რაც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული გაიცნოთ ახალი ადამიანები, რომლებიც მომავალში გაგიწევენ საიმედო პარტნიორობას.

ტყუპები – 20 მაისს მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადავა, ამიტომ ყველაზე წარმატებული სწორედ თქვენ იქნებით ამ კვირაში. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, გაძლიერდება შინაგანი შარმი და ქარიზმა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის, ჩვეული გონებამახვილობისა და კომუნიკაბელურობის გამოვლენას. არაა გამორიცხული ჩაებათ ახალ რომანტიკულ თავგადასავლებში ან გააუმჯობესოთ ძველი ურთიერთობა. კარგი პერიოდია ახალი პროექტების დაწყებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, აქტიური კომუნიკაციისთვის, ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის.

კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გექნებათ გეგმების განხორციელების და დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულების შანსი, მაგრამ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ყველა საქმის ერთად შესრულება. ეცადეთ დააბალანსოთ დასვენება და მუშაობა, რათა მისცეთ ორგანიზმს დაკარგული ენერგიის აღდგენის საშუალება. კარგი პერიოდია მეგობრებთან და ახლობლებთან უსიამოვნებების და ძველი უთანხმოების მოსაგვარებლად. არ ღირს ემოციებს აყოლა, უმიზეზოდ ეჭვიანობა და გარშემომყოფების პროვოცირება, რადგან ასე მხოლოდ მათ უკმაყოფილებას გამოიწვევთ.

ლომი – ცვლილებების და სერიოზული რეფორმების კვირაა. შეძლებთ დაკარგული ენერგიის აღდგენას და ძველი საქმეების ახალი ენთუზიაზმით დასრულებას. მარტივად გამონახავთ საერთო ენას ადამიანებთან და მოაგვარებთ უთანხმოებას. კარგი პერიოდია საკუთარი ნიჭის, უნარების და შესაძლებლობების წარმოსაჩენად, მით უფრო, რომ მეგობრები და კოლეგები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენს დახმარებასა და მხარდაჭერას. არაა გამორიცხული ჩაებათ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რაც მატერიალურ სარგებელსაც მოგიტანთ და პროფესიულ წინსვლაშიც დაგეხმარებათ.

ქალწული – საკმაოდ წარმატებული კვირაა, მთავარია, არ იზარმაცოთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა შანსი. კარგი პერიოდია ახალი პროექტების დაწყებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ავტორიტეტის გაძლიერებისა და გავლენის სფეროების გაფართოებისთვის. ეცადეთ შეინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობა იმ ადამიანებთანაც, ვინც ნაკლებად გესიმპათიურებათ, რადგან კარიერული წინსვლისთვის მათი დახმარებაც ძალიან გამოგადგებათ.

სასწორი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ბევრად ენერგიულად და დინამიურად მოქმედებას. ბევრად მარტივი გახდება პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა და მათი დახმარებით მასშტაბური პროექტების განხორციელება. არაა გამორიცხული მოულოდნელად გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც რადიკალურად შეცვლიან თქვენს შეხედულებებს და ახალ პროექტებზე შთაგაგონებენ.

მორიელი – მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის და არასტაბილური ემოციური მდგომარეობის ფონზე ნაკლებად გექნებათ მუშაობის განწყობა, მაგრამ მაინც მოგიწევთ მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება. აკონტროლეთ ემოციები, რათა წვრილმანებზე გაღიზიანებულმა არ შექმნათ კონფლიქტი გარშემომყოფებთან, რომელიც მხოლოდ თქვენ გაზარალებთ. არ ღირს გეგმების აფიშირება, უმჯობესია იმოქმედოთ ფრთხილად და ყველა საქმე ზედმეტი ლაპარაკის გარეშე შეასრულოთ.

მშვილდოსანი –  მეტად დინამიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, თუმცა არ ღირს ზედმეტი ამბიციების გამოვლენა და საკუთარი აზრის სხვებისთვის თავს მოხვევა. კარგი პერიოდია შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის.

თხის რქა – მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე, ძალიან გაგიჭირდებათ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარი ვალდებულებების სხვისთვის გადაბარება, რადგან საბოლოოდ მაინც ორმაგი შრომის გაწევა მოგიწევთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და სულიერ მდგომარეობას, რათა დაფარულმა გრძნობებმა და ემოციებმა სულიერი კრიზისი არ გამოიწვიოს.

მერწყული – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, შეძლებთ ლიდერული, ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას და გარშემომყოფთა პატივისცემის დამსახურებას. კარგი პერიოდია ახალი რომანტიკული თავგადასავლებისა და რომანების გაბმისთვის, არაა გამორიცხული აღადგინოთ ურთიერთობა ძველ პარტნიორთან.

თევზები – მართალია, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას, მაგრამ მაინც მოგიწევთ სხვათა აზრის გათვალისწინება და ანგარიშის გაწევა, არაა გამორიცხული მოულოდნელად შეიცვალოს მოვლენები, რაც სპონტანურად გაიძულებთ მოქმედებას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოსავლენად, ძველი პროექტების დასრულებისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის, თუმცა არ ღირს ახალი საქმის დაწყება.

გეომაგნიტური დღეები – 20, 23 და 25 მაისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები