LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ადელს საბრინა კარპენტერის ახალი სინგლი ძალიან მოსწონს

192
Untitled

საბრინა კარპენტერი კარიერის პირველ სერიოზულ წარმატებას ზეიმობს. მას შემდეგ, რაც 11 აპრილს, ამერიკელმა მომღერალმა ახალი სინგლი – Espresso გამოუშვა, მისი პოპულარობის ინდექსი კიდევ უფრო გაიზარდა. გარდა იმისა, რომ სიმღერა დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმა და მელომანებმა, როგორც ჩანს მისით უფროსი კოლეგებიც აღფრთოვანდნენ.

ცოტა ხნის წინ, კეტი პერიმ დაწერა, რომ დილას ,,ესპრესოთი” იწყებს, ახლახან კი ადელმა მისი პერფორმანსისას ყურადღება სწორედ 25 წლის არტისტის გახმაურებულ ტრეკზე გაამახვილა.

,,როცა გვიან ღამით საწოლში ჩავწექი, აღმოვაჩინე, რომ ვმღეროდი – I’m working late ‘cause I’m a singer – საბრინა კარპენტერის Espresso ძალიან მომწონს” – აღნიშნა 34 წლის მუსიკოსმა.

საბრინა კარპენტერის მუსიკალური კარიერა სტარტს 2014 წლიდან იღებს. მან განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ ჰიტით – Espresso მოიპოვა. ახალგაზრდა არტისტის შემოქმედებიდან სიმღერა პირველია, რომელიც ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” ტოპ ათეულში შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები