LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარკვიანი უმრავლესობას: „ვენეციის კომისიამ ორ წინადადებაში თავზე დაგამხოთ ამ კანონის არსებობა – შეეცადეთ, რომ ამ კანონით ეს ქვეყანა იზოლირებაში არ დატოვოთ!“

133
თაკო ჩარკვიანი

„ვენეციის კომისიამ ორ წინადადებაში თავზე დაგამხოთ ამ კანონის არსებობა – შეეცადეთ, რომ ამ კანონით ეს ქვეყანა იზოლირებაში არ დატოვოთ!“ – ამ განცხადებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება, ჩარკვიანმა ასევე აღნიშნა, რომ დათმობა არ იქნება უკან დახევა, არამედ ეს იქნება ხალხის ინტერესის გათვალისწინება.

„მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს“ – სახალხო დამცველი უმრავლესობას

„მამუკა მდინარაძემ [პრეზიდენტზე] თქვა, რომ დავდეთო, ვციტირებ. ცოტა შეარჩიეთ ხოლმე სიტყვები, წინ გაიხედეთ. გადარიეთ ის ადამიანი და გადაგიდგათ, მეტი არაფერი მოხდა. რომ ნახა ქვეყნის გადაბარება ხდებოდა, საკუთარი პოზიციით გამოვიდა… ჩვენ ახლა ერთ-ერთი მეგა სახელმწიფოს პირობებში ვართ?

რუსეთის მიერ ოკუპირებულია ტერიტორიები. ამბობთ, რომ მივდივართ დასავლეთისკენ, დასავლეთი გეუბნებათ, რომ ამ კანონით არ მოდიხართ ჩვენკენ. მგზავრობთ ირანში, იქ ჩადიხართ, დასავლეთს ერჩით.

„აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის“ – ჯოზეფ ბორელი

ლანძღავთ ამერიკას, ამბობთ, რომ დასავლეთისკენ მიდიხართ. აღარ იცის ქვეყანამ, ოპოზიციამ, ხალხმა როგორ დავიცვათ თავი, რომ იზოლირებაში არ აღმოვჩნდეთ, ქვეყანა მარტო არ დარჩეს ტერორისტული რუსეთის ფარგლებში და მათ წინააღმდეგ რაღაც ძალა გვქონდეს.

ეს ძალა ჩვენი პარტნიორები არიან. იმ პარტნიორებს თქვენ ერჩით, ამერიკას პირდაპირ ბრძოლას უცხადებთ. რა ლოგიკაა, მაინტერესებს?! ირანთან გაქვთ ურთიერთობა. დასავლეთი გეუბნებათ, რომ ამ პუტინური, კრიმინალური კანონებით არ შემოგიშვებთ, ჩვენი ოჯახის წევრი ვერ გახდებით. ისინი გეუბნებიან, ჩვენ კი არ ვამბობთ!

„ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო არ გეუბნებოდა, რომ სანქციები დაუწესეო? გეკითხები, ბლიც-კითხვა, მომავალშიც ასე ჩუმად იქნები, პასუხი არ გექნება“- ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს

„ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ გვეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო?“ – ასე მიმართა, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერს გიორგი ვაშაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს განიხილავენ.

ვენეციის კომისიამ ორ წინადადებაში თავზე დაგამხოთ ამ კანონის არსებობა. შეეცადეთ, რომ ამ კანონით ეს ქვეყანა იზოლირებაში არ დატოვოთ. იმიტომ, რომ დასავლეთი გვეუბნება ვერ გავხდებით მათი ოჯახის წევრები. შეეცადეთ გამოსავალი ვიპოვოთ.

მიმაჩნია, რომ ხვალ თუ თქვენ მოიქცევით გონივრულად, დათმობა არ იქნება უკან დახევა, ეს იქნება თქვენი ხალხის ინტერესის გათვალისწინება“. – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

„ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად „ევროპებში” და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა“ – ნინო წილოსანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g