LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესმა საზაფხულო ტურნე ბილეთების გაყიდვის დაბალი მაჩვენებლის გამო გააუქმა – ,,ვერიეთი”

214
image002-25-1717189970-1000x525

ჯენიფერ ლოპესმა საზაფხულო ტურნე გააუქმა. მისი თქმით, ის ამ გადაწყვეტილებით, შეძრწუნებულია. ჯეი ლოს წარმომადგენლების განცხადებით, არტისტმა დროებით შემოქმედებითი პაუზის აღება გადაწყვიტა, რათა მთელი დრო ოჯახს დაუთმოს.

ბოლო დროს, 54 წლის ვარსკვლავი კარიერითა და პირადი ცხოვრებით საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის ცენტრშია. ჭორები იმის შესახებ, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი შორდებიან, დღესდღეობით, ტაბლოიდების მთავარი საკითხავი თემაა.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, ჯენიფერ ლოპესმა მეცხრე და სავარაუდოდ, უკანასკნელი სტუდიური ალბომი – This Is Me… Now გამოუშვა. ,,ვერიეთის” თანახმად, დისკის მხარდასაჭერი ტურნე, მან ბილეთების დაბალი გაყიდვის გამო გააუქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები