როგორც ცნობილია, ლეგენდარული მომღერლის, სელინ დიონის შესახებ მალე ახალი დოკუმენტური ფილმი, I Am: Celine Dion გამოვა. პრემიერამდე რამდენიმე ნაწყვეტი ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა.
მომღერალი უიშვიათესი დაავადების, „გაშეშებული ადამიანის სინდრომის“ (Stiff Person Syndrome) შესახებ საუბრობს და ძალიან ემოციურ კადრებს გვიზიარებს.
ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს სამედიცინო პერსონალი მას კუნთების მტკივნეული სპაზმები შეუმსუბუქოს.
ფილმი 56 წლის არტისტის განვლილ გზასა და დაავადებასთან ბრძოლის შესახებ გვიამბობს.
„მე ძალიან იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დამისვეს. ყოველდღე ძალიან ბევრს ვმუშაობ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დაავადებასთან ერთად ცხოვრება რთულია. თუ სირბილი აღარ შემეძლება, ვივლი, თუ სიარულსაც ვერ შევძლებ, ვიხოხებ… არ გავჩერდები“, – ამბობს სელინი თრეილერში.
უიშვიათეს დაავადებასთან ბრძოლის ფონზე, სელინ დიონი წითელ ხალიჩაზე ვაჟთან ერთად გამოჩნდა
,,დიდი დაბრუნება” – სელინ დიონი Vogue-ისთვის