UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია გუშინ, ესპანეთსა და საქართველოს შორის გამართულ მატჩს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ნაკრების თამაშით ამაყია.
შავი ქამრის მფლობელი ჩემპიონი ყურადღებას ესპანეთის ნაკრების თამაშზეც ამახვილებს და წერს:
ფოტო/ვიდეო: „ორივე ჩვენი სიამაყეა“ – ქოჩორა ილია თოფურიას კარში დარტყმას ასწავლის – რა კადრებს გვიზიარებს როინ ქოჩორაშვილი
„წარმატებები ორივეს კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც“, – წერენ სოციალურ ქსელში.
„ძალიან ვამაყობ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმოუდგენელი თამაშით. მათ ისტორია შექმნეს. მეორეს მხრივ, ესპანეთი შეუჩერებელია, რასაც მოედანზე აკეთებენ მხოლოდ ფეხბურთი კი არა, წმინდა ჯადოსნობაა“. – წერს ილია თოფურია.
Sobre el partido de ayer.
— Ilia Topuria (@Topuriailia) July 1, 2024
Estoy muy orgulloso del increíble desempeño del equipo Georgiano en esta Eurocopa. Han hecho historia . Por otro lado, España está imparable, lo que hacen en el campo no es solo fútbol, es pura magia.