ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა. სანდო წყაროს ცნობით, წყვილი ერთმანეთს ჯერ კიდევ მარტში დაშორდა.
ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთმანეთს ჯერ კიდევ მარტში დაშორდნენ – უახლესი დეტალები „ბენიფერის“ შესახებ
ყოველივე ამის ფონზე, 54 წლის არტისტმა „ინსტაგრამ სთორიზე“ ახალი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც, როგორც ყოველთვის ბრწყინავს. ჯენიფერი საოცრად მშვიდად გამოიყურება და არც რაიმე სევდა ეტყობა, რომელიც წესით, ცხოვრების უმთავრესი მამაკაცის დაკარგვით უნდა იყოს გამოწვეული.
რაც შეეხება ვიდეოს შინაარს, ვარდისფერ ტოპსა და მოკლე შორტში გამოწყობილი ლამაზმანი თავისი კოსმეტიკის ხაზის, JLo Beautyის-ის ახალ პროდუქტს არეკლამებს.
„ჯენიფერ გარნერი დაიღალა შუამავლის როლში ყოფნით და ამ ცირკიდან წასვლას აპირებს“ – რა ხდება „ტრიოში“