LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯესი ჯეის, არიანა გრანდესა და ნიკი მინაჟის კოლაბორაციის – Bang Bang კლიპი ,,იუთუბის” რეკორდსმენია

202
Jessie J, Ariana Grande & Nicki Minaj - Bang Bang - MV

ამ დღეებში, ჯესი ჯეის, არიანა გრანდესა და ნიკი მინაჟის კოლაბორაციის – Bang Bang კლიპმა, რომელიც ,,იუთუბზე” 2014 წლის 26 აგვისტოს აიტვირთა, ორ მილიარდ ნახვას მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ჰანა ლუქს დევისის რეჟისორობით, ლოს-ანჯელესში გადაღებული მუსიკალური რგოლი, ჯესი ჯეისთვის პირველი, ხოლო არიანა გრანდესა და ნიკი მინაჟისთვის მეორე ჰიტის ვიზუალი გახდა, რომელმაც პლატფორმაზე, ამ ნიშნულს მიაღწია. გრანდესა და მინაჟს პირველი რეკორდი საერთო სიმღერის – Side to Side ვიდეოსთვის ეკუთვნით.

ცნობისთვის, Bang Bang ჯესი ჯეის მესამე სტუდიური ალბომის – Sweet Talker ლიდ სინგლია. ტრეკი ასევე არიანა გრანდეს მეორე სტუდიური ალბომის – My Everything დელუქს გამოცემაში შედის. ჩანაწერმა ,,გრემიზე” ,,საუკეთესო პოპ დუეტის ან ჯგუფური შესრულების” ნომინაცია მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები