„შევახსენებ საზოგადოებას ელჩების დემარშს – ყველა ელჩი იყო იქ, გერმანიის ელჩი, ევროკავშირის ელჩებიც, რომელთაც იუსტიციის მინისტრს დემარში მოუწყვეს იმის გამო, რომ ითხოვდნენ სააკაშვილის გათავისუფლებას“ – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც ყაველაშვილმა მედიასთან განაცხადა, აღნიშნული თემა ელჩებს ერთმანეთში შეთანხმებული ჰქონდათ და ყველამ ნახა, რომ სააკაშვილს არაფერი სჭირდა:
მისივე განმარტებით, „საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ერთი და იგივე გზავნილი აქვთ, ისინი ერთი კონტექსტით მოქმედებენ“
„შევახსენებ საზოგადოებას ელჩების დემარშს – ყველა ელჩი იყო იქ, გერმანიის ელჩი, ევროკავშირის ელჩებიც, რომელთაც იუსტიციის მინისტრს დემარში მოუწყვეს იმის გამო, რომ ითხოვდნენ სააკაშვილის გათავისუფლებას. ესეც ხომ ერთმანეთში შეთანხმებული თემა იყო? ხომ ვნახეთ, რომ სააკაშვილს არაფერი სჭირდა? მათი ქცევა არის შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.