LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძიმე დიაგნოზთან ბრძოლის ორი წლის თავზე, სელინ დიონი პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე იმღერებს

279
სელინ დიონი

ცნობილი ხდება, რომ სელინ დიონი ორწლიანი პაუზის შემდეგ, სცენაზე ბრუნდება. 56 წლის არტისტი უკვე ჩაფრინდა პარიზში, სადაც სასტუმროდან უამრავი გულშემატკივარი ელოდა. „შებოჭილი ადამიანის სინდრომთან“ მებრძოლი დიონი სცენას მასშტაბურ ღონისძიებაზე დაუბრუნდება, ის ოლიმპიადის გახსნაზე იმღერებს.

რეპერტუარისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ, არაფერია ცნობილია, ინფორმაცია მომღერლის ოლიმპიადაზე გამოსვლის თაობაზე, დღეს ოფიციალურად დადასტურდა.

ოლიმპიადის გრანდიოზული გახსნის ცერემონია, პარიზში 26 ივლისს გაიმართება. საინტერესოა, რომ დიაგნოზის გამოვლენის შემდეგ, სელინ დიონმა 2022 წელს ყველა კონცერტი და ტურნე გააუქმა და მას შემდეგ, აქტიური მკურნალობის კურსს გადის. 

ფოტო: უიშვიათეს დაავადებასთან მებრძოლი სელინ დიონის გამოჩენას გულშემატკივრების დიდი ემოციები მოჰყვა

მძიმე დაავადებასთან მებრძოლი სელინ დიონი საჯაროდ გამოჩნდა – მომღერალი ფანტასტიკურ ფორმაშია

Celine Dion meets fans in Paris

French President Emmanuel Macron says he would be "immensely happy" if Canadian singer Celine Dion attended the Paris Olympics 2024 opening ceremony | Read more: https://rte.ie/b/1461495

Posted by Entertainment on RTÉ on Tuesday, July 23, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები