LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი ფასების ზრდის გამო ტურისტებს კარგავს

127
hillside-beach-club-turkey-model

თურქეთში განთავსებული სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სულ უფრო მეტი დამსვენებელი ირჩევს მეზობელ საბერძნეთს, რაც შედარებით დემოკრატიული ფასების დამსახურებაა. ამის შესახებ გამოცემა Express წერს.

თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ქვეყანამ ფასის უპირატესობა დაკარგა და დასვენების ღირებულების ზრდასთან ერთად ვიზიტორთა კარგვა დაიწყო. სპეციალისტის შეფასებით, 2024 წელს თურქეთის 150 ათასი მაცხოვრებელი დასასვენებლად ბერძნულ კუნძულ სამოსზე წავიდე, ეს მაშინ როცა გასულ წელს იქ მყოფი ტურისტების რაოდენობა მხოლოდ 40 ათასი იყო.

ტურიზმის ბიზნესთან დაკავშირებული მეწარმეები შემოსავლებს კარგავენ. მაგალითად, კურორტ კუშადასის ერთ-ერთმა მზარეულმა განაცხადა, რომ მისმა ბიზნესმა 2023 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ ნაკლები შემოსავალი მოუტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები