ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
მან ფინალში იაპონელი საშირო მურაო დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშას გამარჯვებას ილია თოფურია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ულოცავს.
„იმსახურებ ლაშა ჩემო ძმაო. ელიტარული სპორტსმენი და უკეთესი პიროვნება“, – წერს ილია თოფურია.
საგულისხმოა, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.
ვიდეო: ლაშა ბექაურის ემოციები ტატამზე გასვლამდე – რა ვიდეოს აქვეყნებს სპორტსმენის შეყვარებული