LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა თოფურია: „ძალიან მინდა ილიას ჰყავდეს მოსიყვარულე მეუღლე, შვილიშვილები გაიზარდონ ქართული ტრადიციებით, ეს შეუძლია გააკეთოს არაქართველმაც… მე შემიძლია რჩევა მივცე და ვუთხრა, რომელი ადამიანია ის ვინც, ასეთი ძლიერი კაცის გვერდით არ დანებდება…“

737
ინგა თოფურია

ილია თოფურიას დედამ, ინგა თოფურიამ „natia talks“-ის პოდკასტში სტუმრობისას უპასუხა კითხვას, ისურვებდა თუ არა შვილისთვის ქართველ მეუღლეს.

მან ხაზი გაუსვა, რომ არჩევანს თავად სპორტსმენი გააკეთებს, თუმცა მისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მომავალმა რძალმა პატივი სცეს ქართულ ტრადიციებს.

როგორც ინგა თოფურიამ აღნიშნა, ძალიან უყვარს ქართველი გოგონები და ლოგიკურიცაა, რომ ქართველი რძალი სურდეს, თუმცა მთავარი კრიტერიუმი შვილის ბედნიერება და ოჯახური ღირებულებების გაზიარებაა.

„მე ძალიან მინდა ილიას ჰყავდეს მოსიყვარულე მეუღლე. ჩემი შვილიშვილები მინდა აუცილებლად გაიზარდონ ქართული ტრადიციებით, ეს შეუძლია გააკეთოს არაქართველმაც, რომელსაც ეყვარება ქართველი მეუღლე. ვისაც ჩემი შვილი ეყვარება და იმ ქართულ ტრადიციებს პატივს სცემს, ის იქნება ილიას მეუღლე. საბოლოოდ, ამას ისევ და ისევ ილია გადაწყვეტს და არ ვწყვეტ მე, როგორც ამის ინტერპრეტირებას აკეთებენ, არავის ვურჩევ მეუღლეებს…“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ილია თოფურიას გვერდით განსაკუთრებით ძლიერი ხასიათის ქალი უნდა იყოს, რადგან თავად სპორტსმენიც ასეთ გარემოში გაიზარდა.

„როგორ არ მინდა, რა თქმა უნდა მინდა [ქართველი რძალი] ლოგიკურიც არის, ბევრი მიზეზის გამო, უნდა მინდოდეს კიდეც, მიყვარს ქართველი გოგონები, შემოევლოს ჩემი თავი… მე შემიძლია რჩევა მივცე და ვუთხრა, რომელი ადამიანია ის ვინც, ასეთი ძლიერი კაცის გვერდით არ დანებდება…

ილიას გვერდით ყოფნა რთულია იმ გაგებით, რომ ძლიერი უნდა იყო. ილიას გვერდით ძლიერი ბებიები, ძლიერი დედაა და ილია არა ძლიერ ადამიანთან ვერ იქნება კომფორტულ ზონაში… არ უნდა დანებდე, არ უნდა იწუწუნო, ღვთის ნებაა ყველაფერი და ილიას გადასაწყვეტია“, – აღნიშნა ჩემპიონის დედამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები