ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან დაიწყება. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, პირველ რიგში, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე, შესაბამის ველში კი შეიყვანოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.
ფოტო: naec.ge