UFC-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს 26 ოქტომბერს დაიცავს.
27 წლის ქართველი მებრძოლის მეტოქე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი მაქს ჰოლოუეი იქნება, რომელიც წარსულში ამავე წონის ჩემპიონის ტიტულს უკვე ფლობდა.
MMA-ის კარიერაში 32 წლის ამერიკელ მებრძოლს 33 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 26 მოიგო. ილია თოფურიას ანგარიშზე კი 15 ბრძოლა და 15 გამარჯვებაა. მან ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი 18 თებერვალს ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.
თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი აბუ დაბიში ჩატარდება.